Sunday, May 29, 2016

                                             ტრენინგის მეშვიდე დღე

     მე-7 დღეს ვისწავლეთ   Google-form-ში მუშაობა,სადაც გავაკეთეთ ტესტები წინარე ცოდნის დასადგენად ჩვენი პროექტის ფარგლებში.ვისაუბრეთ სასწავლო პროცედურებზე. დავიწყეთ გეგმაში აქტივობების გაწერა, ასევე, ჭინა ტრენინგებზე გაკეთებული სავარჯიშოები ავტვირთეთ Google Driv-ში. ვისწავლეთ  Google Driv-ში ერთობლივი მუშაობა.
        
       დღევანდელი ტრენინგი ძალიან მომეწონა.
         
       გმადლობთ.

Saturday, May 28, 2016

                                              

                                            ტრენინგის მეექვსე დღე

       პირველ რიგში გავიმეორეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილი მასალა. შემდეგ განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებების მნიშვნელობა. 
       განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია შესაბამისი მეთოდებით და ინსტრუმენტებით. შვარჩიეთ მეთოდები და ინსტრუმენტები ჩვენი პროექტისათვის.
      შევავსეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
       
      ტრენინგი საინტერესო იყო.
      გმადლობთ.

Sunday, May 15, 2016

                                                       ტრენინგის მეხუთე დღე

        ვისწავლეთ როგორ დავსვათ მიმართულების მიმცემი კითხვები.შემდეგ ამ კითხვების საფუძველზე შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, განვიხილეთ ჯგუფში და დავეხმარეთ ერთმანეთს კითხვების სწორ ფორმირებაში. ჩვენი კითხვები ჩავწერეთ გეგმაში.
          გავეცანით საავტორო უფლებებს. ვიმსჯელეთ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ კანონზე.შევაჯერეთ ჩვენი აზრები.
          საშინაო დავალებად მივიღეთ  აქტივობების შედგენა პროექტის გეგმისათვის.
         
           ტრენინგმა საინტერესოდ ჩაიარა.     გმადლობთ.

Saturday, May 14, 2016

                                                 ტრენინგის  მეოთხე დღე

      ტრენინგის მეოთხე დღე საინტერესო იყო. პირველ რიგში გავიხსენეთ წინა დღეებში შესწავლილი მასალა. შემდეგ ვისწავლეთ როგორ გაგვეკეთებინა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. ვისწავლეთ ინტერნეტიდან სურათების გადმოტანა და გავაკეთეთ სლაიდები.
                  ყველა დავალება ხალისით შევასრულეთ. გმადლობთ.

Monday, May 9, 2016

                                                ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგი იყო საინტერესო, ვისწავლეთ Ctrl +C,   Ctrl+ V, Ctrl+ S , Ctrl+Z- ღილაკების გამოყენება.
          დავწერეთ და განვიხილეთ სასწავლო მიზნები, განხილული მიზნები შევიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.
           ვისწავლეთ ელექტრონული ღრუბლებში -Drive-ში ფაილის ატვირთვა და გადავიტანეთ პროექტის გეგმა.
         
          ტრენინგი საინტერესო იყო. გმადლობთ.

Sunday, May 8, 2016

                                                   ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი ძალიან საინტერესოა. პირველ რიგში საინტერესო იყო საკუთარი თავის მესამე პირში გაცნობა, რითაც ძალიან ვიხალისეთ. შემდეგ  დავიწყეთ მუშაობა სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს მოხმარების წესებს. ვნახეთ სხვადასხვა პროექტები და რესურსები, განვიხილეთ რამდენიმე მათგანი დავაკავშირეთ ჩვენი სკოლის რეალურ სითუაციებთან. ერთი სიტყვით პირველი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობა ტრენერს.
                                               ტრენინგის მეორე დღე

           ტრენინგის მეორე დღე იყო ნაყოფიერი. ვისაუბრეთ პროექტით სწავლების მნიშვნელობაზე. ვისწავლეთ და შევქმენით საქაღალდე, ვისაუბრეთ პროექტის იდეებზე, გავაკეთეთ უკუკავშირი.
          ვისაუბრეთ სტანდარტის მნიშვნელობაზე,რადგან ყველა გეგმა  უნდა შედგეს სტანდარტიდან გამომდინარე. ასევე, ვისწავლეთ ესგ პორტალზე შესვლა და ნავიგაცია.
             

             საშინაო დავალება-სტანდარტი.

             მადლობააა.